კოლეგებთან ერთად
დილიკაურის საჯარო სკოლაში(ზესტაფონი) სრული 1 წელი ვიმუშავე ქოუჩად ტექნოლოგიების მიმართულებით (ახალი სკოლის მოდელი) ვამაყობ ჩემი კოლეგების კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით საკუთარი საქმისადმი . მათ ძალისხმევა არ დაიშურეს ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად რათა სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო, შედეგზე ორიენტირებული ყოფილიყო. ჩვენ მართლაც ერთი გუნდი ვიყავით და ჩემი კოლეგები დღესაც თავდაუზოგავად შრომობენ. მახარებს თითოეული მათგანის წარმატება. ყველამ აითვისა ოფის 365 პროდუქტები ,თავად დაიწყეს საჭირო რესურსების შექმნა და მოსწავლეებსაც გაუწიეს ფასილიტაცია. ინგლისური ენის მასწავლებელი გახდა მაიკროსოფტის ექსპერტ მასწავლებელი საქართველოდან და ერთად გავაგრძელეთ მუშაობა თვინინგის პორტალზე ჩემ საავტორო პროექტში კლიმატის ცვლილებების შესახებ. შედეგიც სახეზეა, ერთად მივიღეთ ევროპული ხარისხის ნიშანი მოსწავლეებთან ერთად . ასე რომ , ჩვენი თანამშრომლობა შედგა და სასიკეთოდ განვითარდა
სკაიპ გაკვეთილი მაიკროსოფტის ექსპერტ მასწავლებელთან საფრანგეთიდან
.ვესაუბრებით კოლეგებს, ბავშვებს სხვა ქალაქებიდან (დილიკაურის საჯარო სკოლა -თელავის საჯარო სკოლა მანანა ჯაყელი)აი, თურმე რა ვინატრე მაშინ და ოცნებაც ამიხდა..ახლა ჩემ სკოლაშიც არის ძალიან კარგი კომპიუტერული ლაბორატორიამიხარია , რომ კოლეგებთან ურთიერთობა მაქვს როგორც მაიკროსოფტელს, თვინინგელს, ქოუჩს ტექნოლოგიების მიმართულებით , უამრავ საინტერესო პიროვნებას შევხვედრივარ და მითანამშრომლია , მაგ. აქ შევიკრიბეთ მაიკროსოფტის ქართულ ოფისში სადაც ჩვენი უცხოელი კოლეგა მაიკროსოფტის ევროპული ოფისის წარმომადგენელი სიახლეებზე გვესაუბრებოდა
მოხალისე ქოუჩი ტყიბულის სკოლებთან
ყველაზე, ყველაზე დასამახსოვრებელი, ბედნიერი დღეები მაჩუქეს ტყიბულელმა კოლეგებმა. პანდემიის დაწყების გამო მაშინ სკოლები ონლაინ სწავლების პლატფორმაზე უცებ გადაგვიყვანეს, არადა ძალიან ცოტამ, ალბათ მხოლოდ მაიქროსოფტელმა მასწავლბლებმა ვიცოდით თუ როგორ უნდა გამოგვეყენებინა ოფის 365 საგაკვეთილო პროცესებში.
დავიწყეთ მართლაც ნულიდან , მაგრამ ბარაქალა მათ! ჩემმა კოლეგებმა, სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა, რომელთა რაოდენობა იყო რეკორდული (1 გუნდში 300ზე მეტი მონაწილე) საოცარი ენთუზიაზმი გამოიჩინეს და დიდი ძალისხმევით არათუ დაძლიეს ყველა პრობლემა, არამედ საუკეთესო შედეგები დადეს. პირველად ჩვენ ჩავატარეთ ჩვენი თიმსის გუნდის ფარგლებში კონფერენცია სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილების გაზიარების მიზნით. კოლეგებმა საოცარი ნამუშევრები წარმოადგინეს და დღესაც თავდაუზოგავად , შემოქმედებითად აგრძელებენ მუშაობას .
მიმაჩნია, რომ მოხალისე ქოუჩად (კვირაში 3 დღე 2-2 სათი და მეტიც , ბევრჯერ შაბათ-კვირაც გვიმუშავია) მუშაობა ყველაზე სასარგებლო რამ იყო რაც კი გამიკეთებია , რადგან კოლეგების თანადგომა სრულიად უანგაროდ მიხდებოდა მიუხედავად პედაგოგად, ქოუჩად მუშაობის ძალიან დატვირთული გრაფიკისა. მადლიერი ვარ ყველა კოლეგის რადგან თითოეულმა მათგანმა რაღაც შემძინა.
არ გამოვტოვებ და აუცილებლად ავღნიშნავ ქალბატონ ირინა კორძაიას, ტყიბულის რესურსცენტრის ხელმძღვანელის თანადგომას. ქალბატონი ირინა მუდმივად ჩვენს გვერდით იყო, იზიარებდა ჩვენს სიხარულს, გვიქმნიდა სამუშაო პირობებს და ალბათ ამიტომაც იყო კონკრეტულად ეს პროექტი , ანუ მოხალისე ქოუჩების დახმარება კოლეგებისადმი ასე ეფექტური. ჩვენ ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთეთ და ერთმანეთის თანადგომით საუკეთესოდ გამოვიყენეთ პანდემიის პერიოდი პროფესიული ზრდისთვის.
მოხალისე ქოუჩები
No comments:
Post a Comment