ჩატარებული გაკვეთილების მასალები

ისტორია
მეშვიდე კლასი . კომპლექსური დავალება 
პრეზენტაცია იხილე აქ:


შენიშვნა : ამ გვერდზე  მოცემულია 2018-2019 წლებში ჩატარებული გაკვეთილების მასალები .  წინა წლების მასალები შეგიძლია  იხილო ბლოგებზე მაგ. ,,საქართველოს ციხესიმაგრეები'', ,,ვახტანგ მეექვსე'' და სხვა..  პირადად მე მიმაჩნია, რომ ჩემი  ბლოგებიდან  გამორჩეულია  ,,კოლუმბამდელი ამერიკა '' და ,,ტაო-კლარჯეთ,შავშეთ-არტაანი, სამცხე''   მაგ. რესურსების მრავალფეროვნებით და აშ.

გაკვეთილის გეგმა იხ. აქ 
(შესწორებული ვარიანტით მალე ჩავანაცვლებ..აკლია მასალები)

1. მონღოლები და საქართველო. ნაწილი პირველი Sway პრეზენტაცია


2. ჩვენი პრეზენტაცია   (მოსწავლეების ანიმაციური   POW TOON პრეზენტაცია )




მარიამ თურქაძე
-ჯალალ ად -დინ მანგუბერდი



          ლუკას და მათეს მოხსენება კი მონღოლი მეომრების შესახებ წარიმართა დიალოგის ფორმით და ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ სამწუხაროდ პოსტერი , ან წერილობითი  მასლა არ გაგვაჩნია, არც აუდიოჩანაწერი. მოსწავლეებისადმი ეს ჩემი ერთადერთი შენიშვნა იყო.. შემდეგში ამ შენიშვნას მეც გავითვალისწინებ და აუდიო-ვიზუალურ მასლას შევქმნით, რადგან ეს მასალები სხვა მოსწავლეებისთვის ძალიან კარგი რეურსია

შენიშვნა: ჩემ მიერ მომზადებული რესურსები ამ კონკრეტული გაკვეთილის შესახებ შეგიძლია იხილო გაკვეთილის გეგმის დანართებში  (ე.ნ)


გაკვეთილის გეგმა  N1
მასწავლებლის სახელი,გვარი,პირადი ნომერი:ეკატერინე ნაროუშვილი,-----------------
საგანი : ისტორია
სწავლების საფეხური /კლასი    საბაზო/ IX
მოსწავლეთა რაოდენობა: 19 . მათ შორის  არ არის  სსმ მოსწავლე
გაკვეთილის თემა: ლაშა - გიორგის მეფობა და ჯალალ ად-დინის შემოსევები. მონღოლთა ბატონობის დამყარება
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები:
·         დაახასიათებენ  საქართველოს მმართველობით სტრუქტურებს
·         იმსჯელებენ წყაროებზე დაყრდნობით  და შეაფასებენ ისტორიული პიროვნებების  მოღვაწეობას
·         გაანალიზებენ  საგარეო  და საშიანო ფაქტორების  გავლენას ქვეყნის განვითარებაზე
·         განავითარებენ კრიტიკული აზროვნების ,არგუმენტირებული მსჯელობით საკუთარი თვალსაზრისის გამოხატვის და დაცვის,ვიზუალური საშუალებების გამოყენების  უნარებს
შესაბამისობა ესგ-ს  ისტორიის  სტანდარტებთან:
მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურები.
შედეგი თვალსაჩინოა,  თუ  მოსწავლე:
·         მსჯელობს სხვადასხვა ეპოქის ქართული სამეფოების სახელმწიფო მოწყობის შესახებ. გამოავლენს მათ შორის მსგავსებებსა და განსხვავებებს;
·         ახასიათებს და ადარებს  სხვადასხვა პერიოდში საქართველოში  სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში განხორციელებულ რეფორმებს


ისტ.IX.5.
მოსწავლეს   შეუძლია  გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

შედეგი თვალსაჩინოა,  თუ  მოსწავლე:
·         მსჯელობს  კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინა  ქართულ სახელმწიფოებრივობაზე;
·         აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა  ფაქტორებზე


N

აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/
მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/
ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
1.
Ø  მასწავლებელი ესალმება ჯგუფს,  აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს,მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზნებს; მეთოდებს, თუ რა რესურსებს გამოიყენებს მიზნის მისაღწევად,
რა შედეგს ელის  გაკვეთილის ბოლოს, შეახსენებს ქცევის წესებს, ასახელებს შეფასების ფორმებს , (შეფასების რუბრიკები გაკრულია კედელზე) პროექტორით ეკრანზე აჩვენებს წარმოდგენილ აქტივობებს.

ვერბალური
ახსნა
მუშაობა მთელ
კლასთან
ფლიფჩარტებზე
განთავსებულია:
გაკვეთილის
მიზანი,
შეფასების
სქემები. ფლიფჩარტი საშინაო დავალებების და
რესურსებისთვის.
პროექტორი,ინტერნეტი,   ლეპტოპი პრეზენტაციისთვის.
მასწავლებლის
პრეზენტაცია
ელექტრონულ
ფორმატში
2 წთ
2.
მასწავლებელი მოსწავლეებს უაქტიურებს წინარე ცოდნას
მიზანი:  წინარე ცოდნის გააქტიურება ,კავშირის დამყარება ძველ და ახალ მასალას შორის, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება
აღწერა:
ა) დავალებების ავტორები    ფლიფჩარტზე მოათავსებენ  საკუთარ ნამუშევრებს( ფლიფჩარტი -,,საშინაო დავალებები’’ წინასწარ არის გაკრული კედელზე)

ბ)   მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს შეკითხვებს:
1. დაახასიათეთ სამეფო დარბაზი. (XIII ს.დასაწყისი) ჩამოთვალეთ ვაზირები და აღწერეთ  მათი ფუნქციები
2.შეადარეთ დავითის და თამარის დროინდელი დარბაზი

გ) მოსწავლეები გააკეთებენ წინასწარ მიცემული დავალებების პრეზენტაციას
წინასწარ მომზადებული
დავალებები . თემა: მონღოლები
1.       PP პრეზენტაცია ან   Powtoon ანიმაცია
2.       როლური თამაში:  ,,მოსწავლე-მასწავლებელი’’  
3.        მოსწავლის მომზადებული რესურსი: ფაზლი -რუკა
4.       კომიქსი.სამუშაო ფურცელი. ფოტოკოლაჟი

მასწავლებელი აჯამებს მოსწავლეების პასუხებს და
აძლევს უკუკავშირს;
აკეთებს განმავითარებელ  შეფასებას; ჩაინიშნავს საკითხებს, რომლებსაც ყურადღება უნდა დაუთმოს მინი  ლექციის დროს.



კითხვა-პასუხი





















პრეზენტაცია






















ინდივიდუალური
წყვილური
ფლიფჩარტი,
პროექტორი,
ინტერნეტი,
ლეპტოპი,
მოსწავლეების მიერ მომზადებული  დამატებითი
მასალები კლასის წინაშე წარსადგენად.
(პოსტერი,პაზლი, ფოტოკოლაჟი,კითხვარი,
ტესტი,სავარჯიშო,კომიქსი,კროსვორდი...)
8
(3+5) წთ
3.
მასწავლებლის მიერ ახალი მასალის ახსნა  : ლაშა - გიორგის მეფობა და ჯალალ ად-დინის შემოსევები. მონღოლთა ბატონობის დამყარება


მასწავლებელი ითვალისწინებს წინა აქტივობების დროს ჩანიშნულ საკითხებს, საჭიროებისამებრ  აკეთებს განმარტებებს. მოსწავლებს შესავალშივე რამდენიმე წინადადებით აუხსნის: რა ისტორიული მოვლენების, რომელი პიროვნებების შესახებ ისაუბრებს, რაზე გააკეთებს აქცენტს. გააკეთებს წყაროების მოკლე მიმოხილვას ,განიხილავს ლაშა-გიორგის, რუსუდან მეფის მმართველობის პერიოდთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებს,მაგ. სახელმწიფოს თანამდებობის პირთა ქმედებებს და სხვა.ისაუბრებს ჯალალ ად-დინის, მონღოლების ლაშქრობების მიზნებსა და შედეგებზე .მოსწავლეებს მიაწვდის დამატებით ინფორმაციას საგარეო ფაქტორების შესახებ, რომლებმაც გავლენა იქონიეს ქვეყნის ბედზე.
ლექციის ბოლოს ,მოსწავლეებს მისცემს რჩევას, როგორ წარმართონ მათი მუშაობა  ჯგუფებში და უსურვებს წარმატებას , შეახსენებს მომდევნო აქტივობას ,აქტივობის მიზანს და დროს.
მინი ლექცია ელექტრონული პრეზენტაციით
მთელ
კლასთან
ინტერნეტი
პროექტორი
ლეპტოპი
პროგრამა:Microsoft Sway
მასწავლებლის მიერ მომზადებული
პრეზენტაცია რომელშიც
გამოყენებულია მის მიერ შექმნილი რესურსები (რესურსების შესაქმნელად გამოყენებული პროგრამები:
Google Earth, Google map, Googleform, learlings app, Blogger, Sound cloud,tripline.  Kahooot, Oficce mix.
პრეზენტაცია გაკვეთილის შემდეგ მოთავსდება მეცხრე კლასისთვის შექმნილ ბლოგზე და მოსწავლეები გამოიყენებენ მითითებულ ბმულებს)

ისტორია,მასწავლებლის წიგნი,9 კლასი
ელ.ვერსია,  გ.კიკნაძე, ნ. ციხისთავი,

6 წთ
4.
ტექსტზე და
წყაროებზე მუშაობა

მასწავლებელი კლასს ყოფს შემთხვევითობის პრინციპით  3 ჯგუფად.( სამუშაო ფურცლებზე, რომლებსაც მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს დაკრულია 3 სხვადასხვა ფერის წებოვანი ქაღალდი. მოსწავლეები ჯგუფებად  სწორედ ამ ფერების მიხედვით იყოფიან 3 ნაწილად. ჯგუფები სამუშაოდ ირჩევენ მათი ჯგუფის ფერით მონიშნულ ფლიფჩარტს, რომელებიც წინასწარ არის გაკრული კედელზე. მომდევნო ეტაპზე ჯგუფები პრეზენტაციასაც აკეთებენ თავიანთ ფლიფჩართთან)
ა) მოსწავლეები ტექსტზე  და წყაროებზე მუშაობენ  ჯერ სეგმენტური მეთოდით ,  სეგმენტში მუშაობისას კი იყენებენ კომბინირებული შეჯამების მეთოდს.

მიზანი : ჯგუფის ყველა წევრის აქტიური ჩართვა  მუშაობაში
სეგმენტური მეთოდით მუშაობის აღწერა : მაგ.  ჯგუფში 5 მოსწავლის დროს : ფლიფჩარტი იყოფა 5 ნაწილად. მეხუთე ნაწილი არის მოთავსებული შუაში და ის მთელ ჯგუფს ეკუთვნის,(წერილობით აჯამებს 1 მოსწავლე) ხოლო დანარჩენი სეგმენტი სხვა მოსწავლეებს ეთმობა. (გარე სეგმენტების რაოდენობა ჯგუფის წევრთა რაოდენობაზეა დამოკიდებული.)
სამუშაოს და სეგმენტების განაწილების შემდეგ, ჯგუფის ყოველი მოსწავლე მუშაობს კონკრეტულად მისთვის განკუთვნილ სამუშაო ფურცელზე  ინდივიდუალურად და იყენებს კომბინირებული შეჯამების მეთოდს.სამუშაოს შესრულების შემდეგ აკრავს ფურცელს მის სეგმენტში, ან გადაიტანს იქ  საკითხის შეჯამებულ წინადადებას.
ჯგუფის ყველა წევრი  თანამშრომლობს ჯგუფის ლიდერთან, რომელიც ანაწილებს სამუშაოს და ჯგუფის წევრების მიერ მისი შესრულების შემდეგ  ,მათთან შეთანხმებით
შერჩეული წინადადებები გადააქვს ჯგუფის საერთო სეგმენტში.

ბ) კომბინირებული შეჯამების მეთოდი 
მიზანი:  
 მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ:  ინფორმაციის  მოპოვების,დახარისხების, შეკუმშვის, ძირითადი საკითხების წერილობით წარმოდგენის,სქემების შედგენის , წყაროების  გამოყენების და ისტორიულ კონტექსტში ჩასმის, წყაროების და ტექსტის ანალიზით  საკითხის  შეჯამების უნარი
აღწერა:
მოსწავლეები დაახარისხებენ,გაფილტრავენ ინფორმაციას,უმთავრეს საკითხებს წერილობით წარმოადგენენ,  (5-6 წინადადება)  შემდეგ გრძელდება ისტორიული წყაროს ანალიზის სახით-ინფორმაციის ტრანსფორმაცია. წყაროზე
მოსწავლეები ჯგუფურად მუშაობენ (ყველა ჯგუფს სხვადასხვა წყარო აქვს), საჭირო ინფორმაციას გამოყოფენ, წყაროში მოთხრობილი კონკრეტულ ამბავს ისტორიულ კონტექსტში ჩასვამენ, საკუთარ აზრს არგუმენტირებულად დაასაბუთებენ.
ბოლო გრაფაში ჯგუფის წევრები წარმოაგენენ საკითხის შეჯამებას 2-3 წინადადებით, ხოლო ფურცლის მარჯვენა მხარეს კეთდება სქემატური ჩანაწერი. მაგ. ქრონოლოგია და ა.შ.
კომბინირებული შეჯამების მეთოდით დამუშავებულ ინფორმაციას ჯგუფის ყველა წევრი მისთვის განკუთვნილ სეგმენტში ათავსებს, შემაჯამებელ წინადადებებს აწვდის ჯგუფის ლიდერს რომელიც პასუხისმგებელია საერთო სგმენტის შევსებაზე.

ჯგუფი N 1
ლაშა-გიორგის მეფობა. მონღოლთა პირველი გამოჩენა .წყარო N 1

ჯგუფი N 2
ჯალალ-ად დინის ლაშქრობები საქართველოში. წყარო N 2

ჯგუფი N 3
საქართვლოს დაპყრობა მონღოლების მიერ. მონღოლთა ბატონობის პირველი პერიოდი.ცოტნე დადიანის გმირობა.
წყარო N 3


ჯიგსოუს
სეგმენტური მეთოდი

.შ.მ კომბინირებული
შეჯამების
მეთოდი

(აღწერილია მარზანოს მიერ)
ჯგუფური
მუშაობა
ჯგუფის
პორტფოლიო
განკუთვნილია მოსწავლეების დასახმარებლად, რადგან მასში მოთავსებულია საჭირო რესურსები დავალებების ხარისხიანად
შესასრულებლად.
(ტექსტური
მასალები,რუკები,
ატლასი.
შეფასების სქემები,სამუშაო
 ფურცლები )  ფლიფჩარტი,
მარკერები,ფანქრები,
წებოვანი  ქაღალდები,)
ისტორიის სახელმძღვანელო მეცხრე კლასელთათვის.
საქართველოს ისტორია,
ნოდარ ასათიანი,მარიამ ლორთქიფანიძე, ფარნაოზ ლომაშვილი,როინ მეტრეველი, გიორგი ოთხმეზური, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა,2012


9 წთ
5.
ზეპირი
პრეზენტაცია
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა  განავითარონ: დამუშავებული საკითხის ზეპირად კლასის წინაშე წარდგენის, არგუმენტირებული მსჯელობის უნარი
აღწერა:
ჯგუფის წევრები წარმოადგენენ ტექსტზე  და წყაროებზე მუშაობის დროს შექმნილ მასალებს. სამივე  ჯგუფის სამი ფლიფჩარტი  განაწილებულია სხვადასხვა  კედელზე .მათზე დაკრულია ჯგუფის აღმნიშვნელი ფერის  ქაღალდი.
ჯგუფები პრეზენტაციას აკეთებენ მათთვის განკუთვნილ ფლიფჩარტთან.
თითოეული ჯგუფი წარმოადგენს საკუთარ თემას. პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებს ყველა წევრი, ჯგუფის ლიდერი შეაჯამებს საკითხს.
ჯგუფის მიერ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სხვა ჯგუფების მოსწავლეებს აქვთ უფლება დასვან შეკითხვები. არასწორი პასუხის შემთხვევაში  მასწავლებელი სვამს დამაზუსტებელ შეკითხვას/ებს და მოსწავლე მიჰყავს სწორ პასუხამდე.

პრეზენტაცია
 ჯგუფური
მუშაობა
ფლიფჩარტი
დაფა,
მარკერების დაფა
მაგნიტური დამჭერები,
პოსტერი,
წებოვანი
ქაღალდები,
ჯგუფის
პორტფოლიო
საჭირო
რესურსებით
(იხ.დანართი. რესურსების სია)
8 წთ
6.
შეჯამება
მიზანი:  გაკვეთილის თემის შესახებ ინფორმაციის ფლობა,საკვანძო საკითხების გააზრებული ,შეჯამებული სახით წარმოდგენა

აღწერა: სამივე ჯგუფს პორტფოლიოში აქვს ერთიდაიგივე შემაჯამებელი ცხრილი. ჯგუფის წევრები ავსებენ ყველა გრაფას
მასწავლებელი კი შეჯამებისას, რიგითობის დაცვით ,წააკითხებს  ჯგუფის მიერ შერჩეულ წევრს ერთ გრაფას , სხვა ჯგუფის წევრები აფიქსირებენ განსხვავებულ მოსაზრებებს ან ეთანხმებიან მას.
ბოლოს მასწავლებელი წარმოთქვამს შემაჯამებელ წინადადებას

ცხრილის შევსება

ჯგუფური
მუშაობა
ცხრილი
იხ. დანართი N

ფლიფჩარტზე
განთავსებული ცხრილი.
მაგნიტური
დამჭერები,
მარკერები,
მარკერების დაფა
7 წთ
7
შეფასება
მიზანი: უკუკავშირის მიცემა
აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეთა ყურადღებას წარმართავს შეფასების რუბრიკისკენ და იყენებს შეფასების ფორმებს:
1. განმავითარებელი შეფასება;
2. განმსაზღვრელი შეფასება, 
3. თვითშეფასება.
მოსწავლეებს საშუალება აქვთ, დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, ისინი შეავსებენ თვითშეფასების კითხვარს
მასწვალებელი აფასებს 3-4 მოსწავლეს განმსაზღვრელი შეფასებით. ასევე მოუსმენს 2-3 მოსწავლეს, რომლებიც წარმოადგენენ საკუთარ თვითშეფასებებს . მასწავლებელი აძლევს უკუკავშირს და აკეთებს განმსაზღვრელ შეფასებას. დანარჩენი მოსწავლეები მასწავლებელს აწვდიან საკუთარ თვითშეფასებებს.(რასაც მასწავლებელი იყენებს მომდევნო გაკვეთილზე).





თვითშეფასება
მასწავლებლის
მიერ
შეფასება
/განმსაზღვრელი/
განმავითარებელი
ინდივიდუალური
მთელ
კლასთან.
ფლიფჩარტებზე
განთავსებული
 მოსწავლის შეფასების
რუბრიკები
(პრეზენტაციის,
ჯგუფური
მუშაობის,
გაკვეთილის),
თვითშეფასების
რუბრიკა
(ამობეჭდილი სახით)

იხ.დანართი N
3 წთ
8.
საშინაო დავალების მიცემა

მიზანი: 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება (მედიაწიგნიერება,ციფრული წიგნიერება) , ახალი მასალის განტკიცება,სიღრმისეული წვდომა
აღწერა:
მოსწავლეებს შეუძლიათ შეარჩიონ საშინაო დავალებების ფორმები: კონსპექტის შედგენა, რესურსის მომზადება კლასისთვის  მაგ. რუკის, ხმოვანი ფაილის, ფაზლის,ფოტოკოლაჟის,ტესტის, კომიქსის სამუშაო ფურცლის შექმნა  ან კომიქსის სახით  წარმოდგენა, კროსვორდის შექმნა. რუბრიკის -,,ეს საინტერესოა’’, სავარჯიშო-,,ვინ ვარ მე’’ მომზადება, არგუმენტირებული ესეს დაწერა- ,, ლაშა- გიორგი- მეფე და პიროვნება’’
ანიმაციის, პრეზენტაციის შექმნა, ისტორიული პერიოდის გაზეთის შექმნა ელექტრონულ ფორმატში.
ნებისმიერი დავალებების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონულ ფორმატშიც, როგორც ინდივიდაუალურად ,ისე  წყვილებში  და მცირე ჯგუფებში
ვერბალური
ახსნა
პრეზენტაცია
მთელ
კლასთან
პროექტორი
ლეპტოპი
ინტერნეტი
მასწავლებლის
მიერ მომზადებული
პრეზენტაცია
ელექტრონულ
ფორმატში

2 წთ

გაკვეთილის  ბოლოს  მისაღწევი  შედეგები:

მოსწავლეებმა:
·         მიიღეს  სათანადო ცოდნა მეცამეტე საუკუნის პირველ  ნახევარში საქართველოში არსებული  მმართველობის სტრუქტურების  შესახებ
·         იმსჯელეს   და  შეაფასეს ისტორიული პიროვნებების მოღვაწეობა, გაითვალისწინეს  არა მხოლოდ იმ პერიოდისათვის არსებული ღირებულებები , არამედ  თანამედროვე პოზიციაც.
·         გაანალიზეს საგარეო  და საშინაო ფაქტორების გავლენა ქვეყნის  განვითარებაზე
·         განავითარეს  კრიტიკული აზროვნების  ,საკუთარი თვალსაზრისის ,დამოკიდებულებების არგუმენტირებული მსჯელობით , ვიზუალური საშუალებების გამოყენებით წარმოდგენის   უნარები













შეფასება

შეფასება












დანართები:

დანართი N 1  თემა : ლაშა-გიორგი , როგორც მეფე და როგორც პიროვნება

დამატებითი სამუშაო ბარათი ჯგუფისთვის. ჯგუფი N1


 დამატებითი სამუშაო   ბარათი  ჯგუფისთვის    ჯგუფი N 2
დავალება : რატომ მარცხდებოდნენ ქართველები ჯალალ-ად დინთან ბრძოლებში ? იმსჯელე მისი ლაშქრობების შედეგების მნიშვნელობაზე საქართველოსთვის



დამატებითი სამუშაო ბარათი ჯგუფისთვის                  ჯგუფი N 3
დავალება:  რა განაპირობებდა მონღოლთა წარმატებებს კავკასიაში და საქართველოში?  იმსჯელე  მონღოლური არმიის სტრუქტურის, მონღოლი მეომრის შესახებ.



დანართი N 2
დამატებითი  სამუშაო ბარათი  სამივე ჯგუფისთვის  შემაჯამებელი სამუშაო   თემა: მონღოლთა დაპყრობითი ომები, მიზნები და შედეგები

შენიშვნა : პაზლის აწყობა მოტივაციის ასამაღლებლად ხდება.ამ კონკრეტული  რუკის  დედანი მოთავსებულია ატლასში. ( ატლასი. მანანა შეყილაძე)  ატლასი მოცემული რუკით არის სამივე ჯგუფის პორტფოლიოში . მოსწავლეს საჭიროებისამებრ შეუძლია რუკის გამოყენება. სურათზე გამოსახული პაზლი ასევე მოთავსებულია პორტფოლიოში. სამივე დავალება ფასდება თითო ქულით.
 (პაზლი მომზადებულია ჩემ მიერ შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში,ამობეჭდილია და  ლამინირებული) იხ. რუკის დედანი აქ




დანართი N 3 .  სამუშაო ფურცელი განკუთვნილია საშინაო დავალების  ორგანიზებისთვის.
                    ხელმოწერა :
                         თარიღი :                   

No comments:

Post a Comment