იხ. ამ ბმულზე : ისტორია ეროვნული კონფერენცია კომპლექსური დავალება
პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია , სერტიფიკატის გადაცემა
რეფლექსია
პრეზენტაცია იხ. აქ: CTEL კონფერენცია ტურიზმის დარგი და მის გავლენა რეგიონზე
შენიშვნა: ეს პროექტი პანდემიის პერიოდში დაიწყო და გაკვეთილები ონლაინ ჩავატარეთ, ასევე პირველი კონფერენციაც ონლაინ ჩატარდა , ხოლო მეორე კონფერენცია ჩვეულებრივ ფორმატში. გაკვეთილების შესახებ მოკლე ინფორმაცია
იხილე ამ ბმულზე : CEEM გაკვეთილები
სამოქალაქო განათლება CEEM პროექტი
პრეზენტაცია იხ. აქ: კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარება
1. ონლაინ შეხვედრების ორგანიზება და მეთოდის გაცნობა, მასალების მიწოდება
2. პირისპირ შეხვედრის ორგანიზება ჩემ სკოლაში და სიმულაციის გათამაშება იმერეთის, რაჭა ,ლეჩხუმის პედაგოგების მონაწილეობით
მოსწავლეებთან მუშაობა
ამ მეთოდით სიმულაციის გათამაშება შედგა 2021 წლის დეკემბერში ჩემ სკოლაში. სიმულაცის ესწრებოდა პროექტის მონაწილე სამოქალქო განათლების მასწავლებელი და სამოქალაქო განათლების მიმართულებით განათლების ექსპერტი ქალბატონი ნანა მარღანია . სიმულაციის გათამშების შესახებ პრეზენტაცია იხილე აქ:
1.ჩაგვიტარდა უამრავი ტრენინგი სხვადასხვა თემაზე (უფრო ვრცლად იხილე პრეზენტაციაში)
2.სტაჟირება გავიარეთ ბერლინში . ვიმუშავეთ გუნდურად ,ჯერ შევქმენით სიმულაციის რამდენიმე ვარიანტი, შემდეგ გავითამაშეთ ტრენერების დახმარებით. (იხილე პრეზენტაციაში)
3. საქართველოში დაბრუნებულებმა, ისევ გუნდურად შევქმენით ახალი სიმულაციის ტექსტი, რომელიც იბეჭდება და გადაეცემა სკოლის მასწავლებლებს კლასებში განსახორციელებლად.
4. პროექტის მონაწილეებმა, რეგიონების მიხედვით დავგეგმეთ შეხვედრები კოლეგებთან . ამისთვის შევქმენით მინი პროექტის გეგმა , მოვიპოვეთ გრანტი. . ჩავატარეთ ონლაინ ვებინარი და პირისპირ შეხვედრაც სიმულაციის და თეატრის მეთოდით სწავლების შესახებ . შეხვედრის დროს დაიგეგმა კოლეგების მიერ საკუთარ სკოლებში სიმულაციის გათამაშება . ამ მიზნით პედაგოგებს გადავეცით მინი პროექტის გრანტით გათვალისწინებული თანხებით შეძენილი სასწავლო რესურსები რაც მათ დასჭირდებოდათ მუშაობის პროცესში.
აღსანიშნავია , რომ ყველა აქტივობა ჩატარდა წარმატებულად . კოლეგებმა გამოხატეს დიდი დაინტერესება , აქტიურად ჩაერთვნენ მუშაობის პროცესში და დანერგეს ეს ძალიან საინტერესო მეთოდები საკუთარ პრაქტიკაში.
პროექტზე მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო, შემოქმედებითი, ნაყოფიერი იყო ჩვენთვის . განვავითარეთ საჭირო უნარები, შევქმენით ახალი სასწავლო მასალები , დავეხმარეთ კოლეგებს .
განსაკუთრებულად საინტერესო , შემოქმედებითი , პროდუქტიული იყო ეს პროცესი ჩვენი მოსწავლეებისთვის რადგან სიმულაციის მეთოდით სწავლება იყო სიახლე, თანამედროვე , შემოქმედებით და დაკავშირებული რეალურ ცხოვრებასთან რამაც გამოიწვია მათი აქტიური ჩართულობა .ყოველივე ამის გამო მიგვაჩნია რომ პროექტი ყველა ეტაპზე წარმატებული იყო . მადლობა სამოქალაქო განათლების ფორუმს ასეთი შესაძლებლობისთვის და მადლობა ყველა პარტნიორს აქტიური მხარდაჭერისთვის.
სამოქალაქო განათლების მოხალისე მასწავლებლები გაკვეთილებზე
.თემა : მოხალისეობა
No comments:
Post a Comment